დასაწყისი. 2013 წელი.

ჩვენი კლინიკა დაარსდა 2013 წელს, გახსნის თარიღია 10 სექტემბერი.

ამის შემდგომ, ჩვენ მომხმარებლებს ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვში ვთავაზობთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ე.წ. მინი-დაბადების დღის გათამაშებაში და მოიგონ სხვადასხვა პრიზები, სასაჩუქრო კუპონები და ა.შ.

თავდაპირველად ჩვენი კლინიკის დასახელება იყო “დრიმ დენტალ გრუფი” და ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობდით მხოლოდ სტომატოლოგიურ მომსახურებას და კლინიკა მოიცავდა მხოლოდ 3 სამუშაო ოთახს.