გაფართოვება. 2014 წელი.

2014 წლის გაზაფხულიდან ჩვენ გავფართოვდით. ერთის მხრივ დაემატა სამუშაო ოთახები. ჯამში 8 სამუშაო ოთახი გაკეთდა და დაიყო პროფილებად: ქირურგიული განყოფილება, თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული და ა.შ. გაკეთდა უფრო დიდი რენტგენის კაბინეტი, სტერილიზაცია და ა.შ. ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც დაინერგა გახდა იმპლანტაცია.

რა თქმა უნდა, გაფართოვების მიზეზი იყო ჩვენი პაციენტების რაოდენობის სწრაფი ზრდა და ჩვენივე პაციენტების მოთხოვნა/სურვილები, რომ დაგვემატებია დამატებითი რესურსები.

ამ წლიდან დაიწყო “დრიმის” სერიოზული და საფუძვლიანი განვითარება და დამკვიდრება საქართველოს ბაზარზე. პარტნიორული შეთანხმებები მიღწეული იქნა არაერთ სერიოზულ კომპანიასთან, მათ შორის ბანკებთან, სადაზღვეო კომპანიებთან, მომწოდებლებთან და ა.შ. კიდევ ერთი მიზეზი გახდა ის, რომ კლინიკა ნელ-ნელა გადავიდა ჯერ გვიანობამდე მუშაობის რეჟიმში, ხოლო შემდგომ უკვე გახდა 24 საათიანი. ამას დაემატა გამოძახების სერვისიც.