განვითარება-სიახლეები. 2015-2016 წლები.

2015-2016 წლებში “დრიმი” გადავიდა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე. შეძენილი იქნა სხვადასხვა თანამედროვე დანადგარები. მათ შორის ლაზერულ სტომატოლოგიაში, ვექტორი, ორთოპანტომოგრამა, გამათეთრებელი სისტემა და ა.შ.  ჩვენ კლინიკაში ჩატარდა არაერთი მასტერკლასი სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტების მიერ. “დრიმის” ექიმები კი დაესწრნენ სხვადასხვა კონფერენციებს და სემინარებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი პაციენტების კომფორტისთვის დაემატა ახალი სერვისი – ალერგიული სინჯები, რომლის გაკეთებაც გახდა შესაძლებელი ჩვენგან გაუსვლელად. ამასთან ერთად გაკეთდა ცალკე ბავშვთა ოთახი – “დრიმ ლენდი” სადაც ჩვენმა პატარა პაციენტებმა თავი იგრძნეს, როგორც ზღაპარში. გარდა ამ განსაკუთრებული გარემოსი, ბავშვებს დახვდათ მულტფილმები, სიგელები და, რა თქმა უნდა, საჩუქრები.

ამ წლებიდან გახლავართ “არდის” და “ქართუს” პროვაიდერებიც.