ესთეტიკის დამატება. 2017-2018 წლები.

წინა წლების გამოცდილების და გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ გადაწყვეტილი იქნა, რომ კიდევ ერთხელ გავფართოვებულიყავით და ჩვენი პაციენტებისთვის წარმოგვედგინა ახალი მიმართულება – ესთეტიკა.

ამისთვის მოხდა სრული რებრენდინგი, მათ შორის შეიცვალა (განახლდა) ჩვენი ლოგო. შეიცვალა სახელწოდება და გახდა “დრიმ დენტალ & ესთეტიკ გრუფი”. სლოგანმა, რომლითაც გაგვიცნო ჩვენმა პაციენტებმა, ასევე განიცადა განახლება და 2017 წლის სექტემბრიდან გახდა “თქვენი ღიმილი და სილამაზე ჩვენი რეპუტაციაა”.

თვითონ ესთეტიკურ მიმართულებას რაც ეხება ჯერ შემოგვემატა ლაზერული ეპილაცია (Soprano Ice დიოდი/ალექსანდრიტი), ხოლო შემდგომ უკვე დაგვემატა კოსმეტოლოგია (მათ შორის ბოტოქსები, დისპორტი, პილინგი, პლაზმოლიფტინგი, ფილერები და სხვა); მანიკიური/პედიკიური (ფრჩხილის ყველა სახის მოვლა, მათ შორის დაზიანებული/ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა და სხვა); მასაჟი (სამკურნალო, გასახდომი, რელაქსი…); პირსინგი, ვიზაჟი და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამ წლებში გაგვიჩნდა კიდევ უფრო მეტი სანდო პარტნიორი და კიდევ უფრო მეტი ერთგული მომხარებელი, რისთვისაც მადლობას გიხდით და გპირდებით რომ მომავალში ძალიან ბევრ სასიამოვნო და საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ.

ეს არ არის ჩვენი კლინიკა, ეს არის კლინიკა სადაც “თქვენი ღიმილი და სილამაზე ჩვენი რეპუტაციაა”!